„გაერთიანებული საზოგადოების" თავმჯდომარე ანი დარსალია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„2012 წლის არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ახალგაზრდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპოლიტიზაციას მივიჩნევთ. მოვუწოდებთ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრებს, არ დაუშვან საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტის „ნაციონალური მოძრაობის" ფორპოსტად გადაქცევა.
რაოდენ მაღალი რიტორიკით არ უნდა ინიღბებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თუ ამჟამინდელი ზონდერ-ბრიგადების წევრები, ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი მათი შავბნელი საქმეები.
გვინდა, ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ-ბრიგადების აქტივისტების მიერ უნივერსიტეტის გაკონტროლებას არც ჯავახიშვილის სახელობის და არც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არასოდეს დავუშვებთ. მზად ვართ პროტესტის უკიდურესი ზომებისათვის. საქართველოს დეპოლიტიზირებული უნივერსიტეტები სჭირდება", - აცხადებს დარსალია.