logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ამაზე ჩემზე გიენებივით შემოსეული არასამთავრობოები ხშირად აპელირებენ!
- +

26 მარტი. 2016. 00:54


„ეს არასამთავრობოები ერთი ფესვიდან არიან აღმოცენებულნი, ერთი დაფინანსებით სულდგმულობენ და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაშიც ხშირად არიან შემჩნეულნი."- განაცხადა უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გადაცემაში 2030 არასამთავრობო ორგანიზაცების შესახებ საუბრისას და აღნიშნა, რომ როდესაც როცა სამალავებში წინა ხელისუფლების მიერ გადაღებული ფარული ჩანაწერები აღმოჩნდა, არასამთავრობოებმა აურზაური ატეხეს და ხელისუფლებას ვიდეოჩანაწერების განადგურება აიძულეს, იმის ნაცვლად, რომ ჩანაწერების დამკვეთების, შემსრულებლების და გამავრცელებლების გამოსავლენად გამოძიება ჩატარებულიყო. ამ დროს, "ნაციონალურ მოძრაობას" ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან ისედაც გატანილი ჰქონდა, თავისი მიზნებისთვის იყენებდა და დღესაც იყენებს.


„მე არ მითქვამს, რომ ყველა, ვისზეც კომპრომატი არსებობს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს. მე თანამდებობების დატოვებისკენ მოვუწოდე სახელმწიფოს საიდუმლოებასთან დაკავშირებულ და სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლესი თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათზე კომპრომატები არსებობს. იმიტომ, რომ შესაძლოა, ამ კომპრომატების გამოყენება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შეძლონ, რაც ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. ასეთი პრაქტიკა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არსებობს, რომელზეც ჩემზე გიენებივით შემოსეული არასამთავრობოები ხშირად აპელირებენ." - განაცხადა  თამაზ მეჭიაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner