logo_geo
eng_logo
კლაიპედაში ქართველი მხატვრების გამოფენა „მომავლის ჯაშუში“ გაიმართა
- +

23 იანვარი. 2017. 20:25


 


ლიტვის ქ. კლაიპედაში, თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით "მომავლის ჯაშუში" (Spying Future) გაიხსნა.


გამოფენა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტია და მასში თვრამეტი ქართველი მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. პროექტის მიზანია დააკავშიროს მხატვრული ხელოვნების მომავლის წარმოდგენა და სამეცნიერო ფანტასტიკის შემოქმედებითი განვითარება.


აღსანიშნავია, რომ ქ. კლაიპედა 2017 წელს გამოცხადებულია ლიტვის რესპუბლიკის კულტურის დედაქალაქად და ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ქალაქის კულტურის დღეების ღონისძიებებს უკავშირდება.


გამოფენა კლაიპედის კულტურის და კომუნიკაციის ცენტრში გაიხსნა, სადაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქ. კლაიპედის მერმა ვიტაუტას გრუბლაუსკასმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა.


გამოფენაში, რომლის კურატორი ვატო წერეთელია, წარმოდგენილია დავით გიორგაძის, ნინო ჩუბინიშვილის, დიმა დადიანის, მამუკა სამხარაძის, მაქსიმე მაჩაიძის, მამუკა ჯაფარიძის, ნინო სეხნიაშვილის, გიორგი მაღრაძის, გიორგი სუმბაძის, გიგი გულედანის, თორნიკე ჭაფოძის, კოკა რამიშვილის, მანუჩარ ოქროსცვარიძის, გელა კუპრაშვილის, ირინა ჯიბუტის, თამარ ჩადუნელის და ანა ჩადუნელის ნამუშევრები.


აღსანიშნავია, რომ გამოფენა 19 თებერვლამდე გასტანს და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.

 

გამოფენა სახელწოდებით "მომავლის ჯაშუში" ფართოდ გაშუქდა ლიტვური მასმედიის საშუალებების მიერ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner