logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ნაცმოძრაობის" ლიდერები მუხლებზე დაჩოქილნი პატიებას არ სთხოვენ ქართველ ხალხს!
- +

23 იანვარი. 2017. 20:51


 

„როცა „ნაცმოძრაობის" ლიდერები (არანაირი მნიშვნელობა აქა აქვს, მიშისტები არიან თუ გიგისტები) საუბრობენ თავიანთ შეცდომებზე, მათი თავხედობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს.


„თავხედობის, თავშეუკავებლობის და მდარე ბოღმიანი პოლიტიკანობის, რადგანაც ისინი ბოდიშს არ იხდიან, არ გამოდიან და მუხლებზე დაჩოქილნი პატიებას არ სთხოვენ ქართველ ხალხს. ისინი საკუთარ შეცდომებზე საუბრობენ. იმ შეცდომებზე, რომ ბოლომდე ვერ ამოგვხოცეს, ვერ დაგვაავადმყოფეს, ვერ გაგვანადგურეს.

 

საუბრობენ მართლაც გულწრფელად და გული სწყდებათ, რომ დღეს არ შეუძლიათ, სახლებში მოგვივარდნენ, ქუჩაში გვესროლონ, ღირსება შეგვილახონ.

 

აი, ეს არის ის, რასაც შეცდომას უწოდებენ და მეტი არაფერი.

 

რაც შეეხება შეცდომას, ის პირველ რიგში ჩვენ, ხალხმა დავუშვით, რომ ამდენი ხანი ვაბოგინეთ და ახლაც ვუშვებთ იმით, რომ მათ ამ თავხედობის საშუალება აქვთ", - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner