logo_geo
eng_logo
„ვანდალიზმი მცხეთაში!“- კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

26 მარტი. 2016. 01:03


კულტურის სამინისტრო მცხეთის ჯვრის მონასტერზე აღმოჩენილ არაბულ წარწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავზობთ:



24 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინეს მცხეთის ჯვრის მონასტრის კედლების დაზიანების შესახებ. ცნობის მიღებისთანავე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდნენ ადგილზე.

აღმოჩენილია მცირე ჯვრის ჩრდილოეთ კედელზე არსებული დაზიანებები - სავარაუდოდ არაბულ ენაზე დაწერილი საკუთარი სახელები. ინსპექციის სამსახური დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცველებს. მცხეთის ჯვრის მონასტერში მცხეთა-მთიანეთის პოლიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს აღნიშნული ფაქტი და დაიწყეს გამოძიება.

მცეთის ჯვრის ჩრდილოეთ კედელის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დასრულებისთანავე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გაასუფთავებს და პირვანდელ სახეს დაუბრუნებს კედელს."




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner