logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ქალბატონ მანანასთან მიმართებით ყველა შეფასება იყო საკმაოდ პოზიტიური
- +

23 იანვარი. 2017. 22:44




„ქართული ოცნების" წევრმა ზაზა გაბუნიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მანანა კობახიძის მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც გაბუნიამ განაცხადა, კობახიძესთან მიმართებით ყველა შეფასება იყო საკმაოდ პოზიტიური, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო სწორი არჩევანი.


„თავის დროზე, როდესაც ქალბატონი მანანა გახდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წარმომადგენელი, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმიტომ, რომ ის არის კვალიფიციური იურისტი. როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს მისი პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილებაც უკავშირდებოდა იმას, რომ ის კვალიფიციურია თავის საქმიანობაში. ახლაც, როდესაც ჩვენ ის შევარჩიეთ მოსამართლეობის კანდიდატად, ეს გადაწყვეტილებაც უკავშირდება მის კვალიფიკაციას.

 

ჩვენ დღეს ვისმენდით საკმაოდ მაღალი დონის იურისტების, ვიტყოდი კორიფეების განცხადებებს, ქალბატონ მანანასთან მიმართებით და ყველა შეფასება იყო საკმაოდ პოზიტიური, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო სწორი არჩევანი. რაც შეეხება იმ არასამთავრობოებს, რომლებმაც გააპროტესტეს - გარკვეული ჯგუფები ჩამოყალიბდნენ, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ასე რომ, არაფრით გამორჩეული არ იყო მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. სანამ ქალბატონი მანანა მოვიდოდა პოლიტაკაში, მას ჰქონდა საკმაოდ მდიდარი კარიერა სამართლის სფეროში", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner