logo_geo
eng_logo
ბონდო ქურდაძე: მე- ჩამომესვლება საქართველოში, მას- არა!
- +

24 იანვარი. 2017. 02:24




ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:


„იყო დრო, ჭიქას ვუჭახუნებდი მიშას... ამ ფოტოზე, თავისუფალი მასმედიის სადღეგრძელოს ვსვამთ გაზეთ „შანსის" რედაქციაში... მე, როგორც მთავარი რედაქტორი, მოხიბლული ვარ ახალგაზრდა კაცის ინოვაციებით, მისი მებრძოლი სულით... და ეს იყო მაშინ, 1998 წელს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა!.. არ დაგიმალავთ, მისი ბოლო სურათი რომ ვნახე, შემეცოდა, როგორც ადამიანი, ის იმ ქვეყნის პრეზიდენტის ინაგურაზიაზეც კი არ შეუშვეს, ვინც ხელისუფლება ჩააბარა და „ვარდების რევოლუცია" მოაწყო საქართველოში... დაუწერელი კანონია, გიხმარენ და გადაგაგდებენ-ორმაგი მოთამაშეები, არც ამერიკელებს უყვართ და არც რუსებს!!!... მან, პირველ რიგში, სამშობლოს უღალატა, ადამიანურ სიკეთეს, კაცობას, ძალაუფლებით დაბრმავებულმა ქვეყანა ერთ დიდ ციხედ აქცია, კლანური, მართველობა ცხოვრების ნორმად გახადა!!.. დღეს, ჩვენ ორივე დევნილები ვართ... მე, მის ფაშისტურ რეჟიმს გამოვექეცი, ის, ქართველი ხალხის შურისიძებას!!.. მე-ჩამომესვლება საქართველოში, მას-არა!!.. აი, ამიტომ მეცოდება, უსამშობლო კაცზე უბედური, არავინაა ქვეყანაზე!!..", - წერს ქურდაძე.

 



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner