logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის განკარგულებით აშშ-მ წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმება დატოვა
- +

24 იანვარი. 2017. 02:29


 


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმება დატოვა. წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა, გასული წლის თებერვალში 12-მა სახელმწიფომ მოეწერა ხელი და გულისხმობდა ფართო თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.


შეთანხმება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო, თუმცა აშშ-ის კონგრეს შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენია, რის გამოც ის ძალაში არ იყო შესული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner