logo_geo
eng_logo
განმუხურში მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება
- +

24 იანვარი. 2017. 12:38



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იგეგმება.


ცენტრში საზოგადოებრივი მომსახურების სხვადასხვა სახეობები განთავსდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩამოსულ ტურისტებს მოემსახურება.


მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და ტურისტთა მომსახურეობის სისტემას.


ადგილი, სადაც მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იგეგმება, გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიმ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

 

 

წყარო: iregions.ge

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner