„ამ სიბინძურის მთავარი ავტორი ოდესაში უნდა ეძებონ - ადამიანი, რომელმაც ცხვირი ყველას ლოგინში ჩაჰყო და ხელი ყველას ცხოვრებაში აფათურა."- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, პირადი ცხოვების ამსახველი ფარული ვიდეოები წინა ხელისუფლების დროს, მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით იწერებოდა, ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის გადატანა, არა მართებულია.
„სწორედ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ მთავარი პროკურატურის სრული არაპროფესიონალიზმის გამო, ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ტერორს გვიწყობდნენ, თავისუფლები არიან და ჭკუას გვარიგებენ
ეს ყველაფერი რომ იმ ნაძირლების მიერაა დახარისხებული, ვინც ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ვინ როგორ გაავრცელა, ამაზე პასუხი შოთაძემ უნდა გაგვცეს, რომლის შნო-ლაზათშიც ეჭვი მეპარება. თუ დამნაშავე ვერ აღმოვაჩინეთ, სასჯელის გამკაცრება რას შეცვლის?!"