logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ამერიკის 80-მდე ელჩი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა
- +

24 იანვარი. 2017. 12:54



The Independent-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ამერიკის 80-მდე ელჩი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ისე, რომ სხვა დიპლომატებით არ ჩაუნაცვლებია.


ტრამპის მოთხოვნით, აშშ-ის ელჩებს სხვადასხვა ქვეყანაში თანამდებობის დატოვების ვადა 20 იანვრამდე ჰქონდათ მიცემული.


ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ შეეხო აშშ-ის ელჩს აზერბაიჯანში.


„ელჩი რობერტ სეკუტა არ ირიცხება გათავისუფლებულ დიპლომატებში. ის არ არის ობამას მიერ დანიშნული, ის კარიერული დიპლომატია, ამიტომ სეკუტა გააგრძელებს თავის მოღვაწეობას აზერბაიჯანში", - განუცხადეს აზერბაიჯანულ გამოცემა haqqin.az-ს აშშ-ის საელჩოში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner