logo_geo
eng_logo
გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
- +

24 იანვარი. 2017. 13:39



გუშინ, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.


„საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა  გიორგი ცერცვაძის  ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

 

საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner