logo_geo
eng_logo
ევგენი ენინი: თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს, ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ
- +

24 იანვარი. 2017. 14:18



უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, ქართველი სამხედროს გიორგი ცერცვაძის საქმეზე განაცხადა, რომ თუ სიცოცხლის ან წამების ალბათობა არსებობს, უკრაინა ცერცვაძის ექსტრადირებაზე უარს იტყვის.


მისი თქმით, როდესაც ცერცვაძე ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ აჩვენა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. ენინის თქმით, სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოიჩენდა შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში.


„ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადაციის მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით მათ ამისთვის 40 დღე აქვთ. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. უკრაინისთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ", - განაცხადა ევგენი ენინმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner