შექსპირის საფლავი, სავარაუდოდ, გაძარცვულია.
ბრიტანელი დრამატურგის 400 წლის იუბილეზე ინგლისელი მეცინიერები სკანდალური კვლევის შედეგებს ასაჯაროებენ.
მკვლევარების მოსაზრებით, სტრათფორდის სამების ტაძარში არსებული სამარხიდან დაკრძალულის თავის ქალა მეთვრამეტე საუკუნეში მოიპარეს. თუმცა ეს დასკვნა მხოლოდ ტექნოლოგიური კვლევებით დასტურდება, რაც ისედაც იდუმალებით მოცული სამარხის გარშემო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს.