logo_geo
eng_logo
ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმის განხილვა 26 იანვარს გაიმართება
- +

24 იანვარი. 2017. 15:09



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კიევის სააპელაციო სასამართლოში ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმის განხილვა 26 იანვარს გაიმართება. სხდომა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე პალენიკი განიხილავს.


ცერცვაძის დაცვის მხარე კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ქართველ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner