BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის (Brexit) პროცესი შეაჩერა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობას ევროკავშირიდან გასვლის დაწყება მხოლოდ პარლამენტის ნებართვით შეუძლია და ამისთვის შოტლანდიის თანხმობა არ სჭირდება.
რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, ეს საკითხი პარლამენტის კენჭისყრაზე გაიტანოს.
დღეს არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ევროკავშირიდან გამოსვლის იდეის წინააღმდეგია.