logo_geo
eng_logo
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა
- +

24 იანვარი. 2017. 20:42



გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 42-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფაქტებს, რადგან აღნიშნული საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.


მხარეებმა ასევე განიხილეს  ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნისა და ორი ე.წ. გამშვები პუნქტის სამომავლოდ დახურვის საკითხები. ცენტრალური ხელისუფლების  წარმომადგენლებმა  მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ზემოხსენებული  ე.წ. რეგულაციები თუ აკრძალვები შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 22  თებერვალს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner