logo_geo
eng_logo
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა დაიწყო
- +

24 იანვარი. 2017. 21:35



სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ახალი პროგრამა „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა" დაიწყო.


პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.


სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილია შემდეგი პირობები: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის/რაჭული თეთრა.


მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენ.


დღეის მდგომარეობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მევენახობის მიმართულებით 40 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი საქმიანობს, რომელშიც გაერთიანებულია 250 მეპაიე, მათ საკუთრებაში არსებული ვენახი კი 316 ჰა -ს შეადგენს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner