ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 2,5 წლით ამ თანამდებობაზე გერმანელი დევიდ მაკალისტერი აირჩიეს.
მაკალესტერმა ამ თანამდებობაზე თანამემამულე ელმარ ბროკი შეცვალა, რომელიც ასევე ევროკავშირში გავლენიანი ძალის, „ევროპული სახალხო პარტიის" ფრაქციის წევრია.