logo_geo
eng_logo
„მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს“
- +

24 იანვარი. 2017. 22:04



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სტრასბურგში, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების არ დამტკიცებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გამოეხმაურა. ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს. ბესელიამ აღნიშნა, რომ არასწორი და ცრუ ინფორმაციები გავრცელდა იმ პირების მხრიდან, ვინც პროცესის მონაწილეები არ არიან.


„კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება ხელახლა გაიაროს პროცედურა მთავრობამ და იყოს წარმოდგენილი აპრილამდე, ვიდრე აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იქნება, მოესწროს ამ პროცედურების ხელახლა გავლა და ახალი კანდიდატების წარდგენა.

 

ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, იცავს ამ წესებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან", - განაცხადა ბესელიამ.


სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ  ინფორმაცია„ინტერპრესნიუსმა" ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის განუცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner