სათხილამურო ტრასაზე დაშავებული მოთხილამურის სამაშველო ოპერაციის დროს, ვერტმფრენმა იტალიის მთიან რეგიონში კატასტროფა განიცადა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
თოვლში ჩავარდნილი ვერტმფრენი მთლიანად განადგურებულია. სამაშველო ეკიპაჟს ცხედრები მარხილებზე გადააქვს და დამხმარე ძალას ელოდება. სამაშველო ჯგუფის შემთხვევის ადგილზე ჩასვლა ცუდი ხილვადობის გამო შეფერხდა.
„ბორტზე მყოფთა შორის იმყოფებოდნენ ტრავმირებული მოთხილამურე, სამედიცინო პერსონალი და ვერტმფრენის ეკიპაჟი. ვერტმფრენს მოთხილამურე კამპო ფელისის სათხილამურო ტრასიდან ლაქვილაში გადაჰყავდა", - განაცხადა იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ლიჯი დე ანჯელომ.