logo_geo
eng_logo
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისრაელის ნაკრები 3 : 0 დაამარცხა
- +

24 იანვარი. 2017. 22:30



sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ფუნტსალის ნაკრებმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ევრო 2018-ის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის შეხვედრაში ისრაელს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ანგარიშის გახსნა საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო. პირველი გოლის ავტორი შოთა თოფურია გახდა. მეორე გოლის გატანა საქართველოს ნაკრებმა 35-ე წუთზე მოახერხა. ამჯერად გოლის ავტორი კახაბერ მაისაია გახდა. მესამე გოლი კი 39-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ გაიტანა.


მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:00 საათზე შოტლანდიასთან გაამრთავს.ამ დროისთვის 3-3 ქულით პირველ და მეორე ადგილს შვეიცარია და საქართველო იკავებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner