logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?!
- +

24 იანვარი. 2017. 23:11



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. ქუცნაშვილის განცხადები, როდესაც სხვა ქვეყანაში ხდება საქართველოს მოქალაქის დაკავება, საქართველოს მთავრობას წინასწარ ინფორმაცია არ აქვს. ქუცნაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სპეკულაციები, რომელსაც ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ახორციელებს.


„თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ როდესაც ესპანეთში, გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში დაიჭერენ საქართველოს მოქალაქეს, წინასწარ ატყობინებენ საქართველოს ხელისუფლებას?! მე მჯერა სახელმწიფო უწყებების განცხადებების, რადგან საქართველოს მხარეს ამ კაცის არც დევნის და არც დაპატიმრების ინტერესი არ ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ამას გააკეთებდა, რადგან საქართველოში იყო ცერცვაძე ჩამობრძანებული.

 

ვერ ხვდებით რა თამაში დაიწყო, რა თამასში ჩაგითრიეს ყველანი?! დაიწყო მარტივი თამაში - ისინი უკრაინაში ვეღარ იცავენ მათ მიერ რეკრუტირებულ ადამიანებს და თავის თავს ხო არ დააბრალებდნენ ან უკრაინის მხარეს, აბრალებენ საქართველოს! აბსურდში ხართ! აბსურდში!

 

სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?! საქართველოს უნდა მოვთხოვოთ, რომ მოიკითხოს და ჩაერიოს ამ საქმეში, მოითხოვოს, რომ უკრაინამ ექსტრადირების უფლება არ გამოიყენოს რუსეთის სასარგებლოდ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner