მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ნუ გეშინიათ - დიახ!!!! აზიიდან და აფრიკიდან შემოსულ პირებს უნდა გაუუქმდეს საქართველოში ბინადრობის უფლება და სასწრაფო წესით უნდა მოხდეს მათი დეპორტირება სამშობლოში. ამავე დროს უნდა დავიწყოთ სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად. აუცილებელია შეიქმნას მილიარდიანი ფონდი ამ მამულიშვილური საქმისთვის",- წერს ბრეგაძე.