logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: შევარდნაძე წავიდა და... დარჩა!
- +

25 იანვარი. 2017. 01:39


 

ამ დღეს, 1928 წლის 25 იანვარს, დაიბადა დამოუკიდებელი საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ის ახლა ისტორიის კუთვნილებაა და მისი მოღვაწეობის ობიექტური და საფუძვლიანი შეფასების მომენტი ჯერ კიდევ არ დამდგარა. დრო ყველაფერს და ყველას, როგორც წესი, თავის დამსახურებულ ადგილს მიუჩენს.


მანამდე კი, გვინდა გავიხსენოთ შევარდნაძის "წასვლა", რომელიც "რეპორტიორმა" სულ პატარა წერილით და მრავლისმეტყველი ფოტოთი აღნიშნა. ასევე, "რეპორტიორის" მეგობრებს ვთავაზობთ "ნეო-სტუდიაში" შექმნილ ფილმს "წამი... წამება... წამიერება". ღირს ამ ფილმის ნახვა. 

 


 

 

ამ ფოტოს დიდი ხნის ისტორია არა აქვს. იგი კრწანისის რეზიდენციაშია გადაღებული...

ინტერვიუ დავამთავრეთ. შეუძლოდ მყოფმა მასპინძელმა კარებამდე მაინც მოგვაცილა, გამოგვემშვიდობა, შეტრიალდა და... თემაც დაიბადა: "შევარდნაძე მიდის!"

    ამ კადრს გიორგი მამაცაშვილი ხელიდან არ გაუშვებდა. არც გაუშვია...

მაშინ არ გამოვაქვეყნეთ, არ გვინდოდა ამ კადრისთვის სიმბოლური დატვირთვა მიგვეცა. ახლა კი მისი გამოქვეყნება უპრიანია.

    შევარდნაძე წავიდა!

    სამუდამოდ!..

    ბევრს ეწყინა! არცთუ ცოტა-ავყიაობს!

    როგორც ფრანგები იტყვიან, "სე ლა ვი!"

    დიახ, მართლაც "ასეთია ცხოვრება", მით უმეტეს, პოლიტიკოსისთვის!

   ამ შემთხვევაში დასკვნა ერთია: არც ქება, არც ლანძღვა, არც ნეიტრალიტეტი არაფერს შეცვლის! რაც იყო-იყო!

და მიუხედავად არაერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული ჩავარდნა-შეცდომისა, მამათელი ბიჭის გრძელ და საინტერესო გზაზე იყო ისეთი წარმატებები, რომ მის პიროვნებას, მისი მონაწილეობით გადაჭრილ საერთაშორისო მაშტაბის პრობლემებს, მის სახელთან დაკავშირებულ მსოფლიო მოვლენებს გვერდს ვერ აუვლის ვერცერთი ობიექტური (!) მკვლევარი.


   და რა გასაკვირია, თუ მეოცე საუკუნის მსოფლიოს, ისევე როგორც კავკასიის რეგიონის ისტორია, ქართული გვარ-სახელის მქონე გამორჩეულ პოლიტიკოსთა შორის სტალინთან, ბერიასთან, გამსახურდიასთან ერთად, უყოყმანოდ დაასახელებს ედუარდ შევარდნაძეს!



 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner