logo_geo
eng_logo
რა შემთხვევაში იკრძალება სამსახურეობრივ- საშტატო ან პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება?
- +

25 იანვარი. 2017. 01:55


 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონი მკაცრდება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, „ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებაც, ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში, ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მას იარაღი ჩამოერთმევა".


 „უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში 30-დღიანი შვებულებით სარგებლობა შეეძლება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლსაც. ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულება შეეხება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლსაც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ოჯახს მიღმა ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა", - განაცხადა წულუკიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner