logo_geo
eng_logo
მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს ტელეკომპანიის რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს
- +

15 თებერვალი. 2016. 13:48


მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას სთავაზობს და ტელეკომპანიის რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს და თუკი წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმა დამაკმაყოფილებელი იქნება, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე.



გაჩეჩილაძეები თუკი სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. მაკა ასათიანს სურს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში არასამთავრობოები და ექსპერტები ჩაერთონ.
რეაბილიტაციის გეგმისთვის გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა აუცილებელი არ არის. ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და არ არის საჭირო, დაველოდოთ. წარმოადგინონ გეგმა, უნდა გამოირიცხოს ეჭვი, რომ ვინმეს განზრახ სურს, მაესტრო" გაკოტრებულად გამოცხადდეს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.



ადვოკატმა „მაესტროს" ჟურნალისტებსაც შესთავაზა, სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორები გახდნენ, იქცნენ მხარედ და სასამართლოში მიმდინარე პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ.



თუკი გაჩეჩილაძეები და მაესტროს" ჟურნალისტები მის შეთავაზებას მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს უახლოეს ხანში, რადგან 19 თებერვალს კრედიტორთა კრებაა დანიშნული. იმედი გვაქვს, რომ გაჩეჩილაძეები აღნიშნულს გამოეხმაურებიან", - აღნიშნა გვენეტაძემ.



ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანის მხარე რჩება პოზიციაზე, რომლის მიხედვით „მაესტროს" 30%-იანი წილის მფლობელი რეალურად, „იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძეა.



ამ მიმართულებით მაკა ასათიანის მხარე კონკურენციის სააგენტოს მიმართავს მოთხოვნით, რომ დაფიქსირდეს, არის თუ არა იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან მაესტროში" 30%.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, სამომავლოდ, სამართლებრივ პროცესებს დაერთვება", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner