ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის სახელით იურისდიქციის, კომპლემენტარობის და თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ფაქისო მოჩოჩოკომ დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე არ არსებობენ კონკრეტული ეჭვმიტანილები.მისივე თქმით, გამოძიება იქნება სრულიად მიუკერძოებელი და სამხილების გარეშე რომელიმე ინდივიდის მიმართ ბრალის წარდგენა არ მოხდება.
მოჩოჩოკოს თქმით, გამოძიების მიზანია ფაქტების დადგენა, მსხვერპლთა ინტერესების დაცვა და პოლიტიკური საკითხების განსაზღვრა.
„ეს გამოძიება არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკური სტატუსი განისაზღვროს", - აღნიშნა მოჩოჩოკომ.
მისივე თქმით, გამოძიება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მან, ასევე, მოუწოდა მედიას, ამ პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს გამომძიებლების გადაღებისგან, ვინაიდან ეს პროცესი კონფიდენციალურია.