logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ქართული მიწები ჩვენ უნდა დავიცვათ, ესაა სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება!
- +

25 იანვარი. 2017. 02:24



პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ წინადადებით შევა, რომელიც უცხეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.


ინაშვილის განმარტებიტ, კონსტიტუციაში შესატან ინიციატივას თან ერთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.



„როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ამ ინიციატივას წარვადგენ კომისიაში. საქმე ეხება კონსტიტუციის 21 მუხლს.

 

კონსტიტუციის 21 მუხლს უნდა დაემატოს პირველი პრიმა პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

 

ქართული მიწები უნდა დავიცვათ ჩვენ. ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად", - აღნიშნა ინაშვილმა.


„უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გასხვისდეს უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.


„ჩვენ შევიმაშავეთ კანონპროექტი, ამ პროცეში ჩართული იყვენენ ექსპერტები და სამართლის დარგის სპეციალისტები.

 

იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია ჩვენს წინადადებას მისცემს დადებით პასუხს", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.


საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის" ერთერთი ლიდერის გია კორკოტაშვილის განცხადებით, ისინი ენდობიან „პატრიოტთა ალიანს" და ეცდებიან მათთან ერთთად მიაღწიონ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner