logo_geo
eng_logo
ტრამპის ინაუგურაციის დღეს დაკავებულ რუს ჟურნალისტს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება
- +

25 იანვარი. 2017. 02:31



რუსულ ტელეარხ RT-ის ჟურნალისტს ალექსანდრ რუბინშტეინს, რომელიც აშშ-ისპრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდა, 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.


რუსი ჟურნალისტი 20 იანვარს ამერიკელმა სამართალდამცველებმა მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.


„ვადასტურებთ, რომ ჩვენი ჟურნალისტის მიმართ მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით საქამეა აღძრული. ჟურნალისტი ამჟამად თავისუფალია. სასამართლო მოსმენები თებერვალში გაიმართება. იურისტები გვირჩევენ, რომ საქმეზე კომენტარი არ გავაკეთოთ. მთავარია ჩვენი თანამშრომლის ინტერესები არ შევლახოთ", - აცხადებენ ტელეარხ RT-ში.


აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, მაქსიმალური სასჯელი, რაც რუბინშტეინს ემუქრება 10-წლიანი პატიმრობა ან  25 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა. იაუგურაცია მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. ტრამპს ქსენოფობიაში ადანაშაულებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner