ქართული ლეგიონის ხელმღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებს, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში, უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოლა. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2" იუწყება.
„უნდა დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეზე. ეს წერილი მზადდება ახლა და გადაეცემა პროკურორს" ,- აცხადებს მამუკა მამულაშვილი.