აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა, რომ დღეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგ ნაბიჯებს გადადგამს, რომელთა შორისაა „კედლის აშენება მექსიკის საზღვარზე".
„ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღე იქნება. ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ", - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში".