logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: ხალხმა პოლიტიკოსებს ქვეყანა უნდა წაართვას
- +

25 იანვარი. 2017. 14:52




„დღეს ქვეყანაში უაზრო პოლიტიკური ხმაურია, მაშინ როდესაც კონსტიტუციის მიღების პროცესი დაიწყო, ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, თუ რა ხდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის ირგვლივ. ამ დროს კი საუბარი არ მიდის ძალიან სერიოზულ და ღრმა საკითხზე, როგორიცაა კონსტიტუციის მომზადება", - ამის შესახებ „თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, კონსტიტუციის მომზადების პროცესში ისეთმა ადამიანებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც ხელისუფლებასთან კავშირში არ არიან. აუცილებელია დიდი დისკუსიის დაწყება მეცნიერთა მონაწილეობით.


„კონსტიტუცია არის უპირველესი, რითაც დღეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას და ვუთხარით, რომ საჭირო იყო დიდი დისკუსიის დაწყება, რომელშიც მონაწილეობას მეცნიერები მიიღებდნენ.

 

ამერიკის კონსტიტუციის ფუძემდებლებმა უნიკალური განცხადება გააკეთეს და ასეთი რამ თქვეს: ჩვენ ხელისუფლებაში რომ მივსულიყავით და მერე მიგვეღო კონსტიტუცია, ამერიკის კონსტიტუცია ასეთი დემოკრატიული არ იქნებოდა. ანუ კონსტიტუცია იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც ხელისუფლებაში არ იყვნენ. ეს ძირითადად, სწორედ მოაზროვნე ადამიანები არიან, სახელმწიფო კაცები და არა პოლიტიკოსები. მიუხედავად იმისა, რომ მეც პარტიის ლიდერი ვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში პარტიების და პოლიტიკოსების დრო არ არის. კონსტიტუციის მიღების დროს სახელმწიფო კაცებისა და მოაზროვნე ადამიანების დროა, ამას უნდა ხალხთან დიალოგი, ისეთი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. კონსტიტუციაში ჩადებული უნდა იყოს ქართული ცნობიერება და ზოგადკაცობრიული სუნთქვა, რათა ქვეყანის ფარგლები ჩაკეტილი არ იყოს და არც ქვეყანა იყოს დავიწყებული", - განაცხადა შაშიაშვილმა.


„თეთრების" ლიდერმა „ქართული ერთობის ძალის" მიერ მიღებული „მოქმედების მანიფესტიც" განიხილა და განაცხადა, რომ ის სწორედ ისეთი ადამიანების მიერაა მიღებული, რომლებსაც ხელისუფლება არ აინტერესებთ.


„სამი წლის წლინ მივიღეთ „მოქმედების მანიფესტი", რომელსაც ბოლო პერიოდში გამორჩეულად ეროვნული დოკუმენტი უწოდეს. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ახლა მოქმედების დროა, ტრამპმაც ამით დაამთავრა თავისი სიტყვა. ტრამპმა განაცხადა: ამერიკა უპირველეს ყოვილსა! ამ მანიფესტში წერია: საქართველო უპირველეს ყოვლისა!

 

საქართველოს პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. დღეს, როგორც არასდროს, ისე დადგა საქართველოში ინტელიგენციის და მეცნიერების დრო, პოლიტიკოსებს მათ მიერვე წართმეული ქვეყანა ხალხმა უნდა წაართვას, ეს კი ინტელიგენციისა და მეცნიერების დახმარებით უნდა მოხდეს, რომლებიც არ ფიქრობენ სკამზე და ფიქრობენ ქვეყანაზე", - აცხადებს შაშიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner