logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გემუდარებით, მასწავლეთ, როგორ გავხდე ევროპიელი?!
- +

25 იანვარი. 2017. 21:19


 

 

„გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, მასწავლეთ, როგორ გავხდე ევროპიელი. იცით, ძალიან მინდა, ისე მინდა ევროპიელობა, მეტი არ იქნება!", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი აცხადებს.


„რა გავაკეთო, საიდან დავიწყო? რუსებს ვაგინო? ჰო, კარგი, ვაგინებ: მაგათი დედაც! მერე? მერე რა იქნება, ევროპიელი გავხდები? რომელი ევროპიელი, გერმანელი, ესპანელი, იტალიელი თუ ბერძენი? ვერ ვგრძნობ, რაღაც არაა ისე, ძველებური აზრები მაწუხებს!

 

არა, მასწავლეთ, კიდევ რა გავაკეთო? ააა... მარიხუანა დავთესო ქოთნებში? რა საჭიროა ქოთნებში მარიხუანას დათესვა, როცა ამდენი დაუმუშავებელი მიწა გვაქვს? აგერ, ალაზნის ველს გადავხედე გუშინ სიღნაღიდან და კინაღამ გული გამისკდა, ძალიან დიდი ფართობებია მოუხნავ-დაუთესავი. თუ მაინც და მაინც საჭიროა, იქ დავთესავ!

 

კაი, დავუშვათ, დავთესე... მერე რა გავაკეთო, ზაფხულში მოსავალი ავიღო, დავაბინავო და გავაბოლო? გავაბოლებ, არაა პრობლემა, მაგრამ როცა ჩავკაიფდები და დორბლი ჩამომივა, ევროპიელი ვიქნები? არა მგონია, დორბლიანი ევროპიელი ვის გაუგია? არააა... ნაღდად მატყუებთ რაღაცას!

 

იცით, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ახლა უკვე შეიძლება აღიარება... ერთხელ "კაი ბიჭებმა" წამიყვანეს ალაზნის ველზე, ერთ ადგილას კანაფი ვიცით და წამოგვაღებინე მამაშენის მანქანითო. ეს მართლა ძალიან ადრე იყო, შავ-ბნელი კომუნისტების დროს. წავყევი, მიადგნენ, ლამის მაყვლის ბარდებიანად გაგლიჯეს. წამოვიღეთ. მზეზე გაახმეს, მერე მტვერი აიღეს, სამლიტრიან "ბანკაში" დააბინავეს და ორ დღეში პრეზენტაცია გამართეს. ბუნებრივია, როგორც საპატიო სტუმარი, მეც მიმიპატიჟეს, ერთი კაი "მასტერკა" გამიმზადეს და გამაბოლებინეს. თქვენც არ მომიკვდეთ - არაფერი. კარგად დაარტყი ნაფაზიო, მიკიჟინებდნენ, მაინც არაფერი. თვითონ მაგრად იკაიფეს - ხარხარებდნენ, ტიროდნენ, ცრემლთან ერთად დორბლიც ჩამოსდიოდათ. აბა, მაშინ რა ვიცოდი, თუ ევროპიელობას აწვებოდნენ? რამდენიმე მათგანი მოკვდა - ზოგი ძილში გაიპარა, ზოგს კიდევ ლოთობაში ამოსძვრა სული. ვინც ცოცხალია, აზრიც აღარ აქვს, კაცებად აღარ ვარგანან, ევროპიელები კი არა, ამქვეყნისანიც აღარ არიან!

 

გემუდარებით, მასწავლეთ, კიდევ რა გავაკეთო? ორიენტაცია შევიცვალო? რომელი, პოლიტიკური თუ სექსუალური? პოლიტიკური გასაგებია, უკვე გითხარით, ევროპიელობა მინდა-მეთქი. ააა... სექსუალურს გულისხმობთ? მერე, ეგრევე ევროპიელი გავხდები? ჭკუა და განათლება მომემატება? არააა... მაგას ვერ ვიზამ, ვერ გავაკეთებ, მაშინ სულით უნდა ვიყო ბოზი, სხვანაირი სისხლი უნდა მქონდეს. ახლა, ვინც მაგნაირია, იყოს, არ დავცინი, ყველას თავისი გზით გაუმარჯოს!

 

რას მეუბნებით, მე ჯერ მზად არ ვარ ევროპიელობისთვის? ააა... უკვე გვიანია? უკაცრავად, აი, ჩემებური გაგებით რომ ვიყო ევროპიელი, შეიძლება? გითხრათ, როგორია ჩემებური ევროპიელობა? გეტყვით: ესე იგი, ორი დღის წინ კახეთში წავედი, თან გარემოს ვათვალიერებდი. შემეცოდა ჩემი გარემო, ცელოფანის პარკებსა და ნაგავს მიაქვს იქაურობა. ვიძახით, ტურიზმი და ტურისტებიო. ამ დროს ნაგავში ვცხოვრობთ, გაიხედ-გამოიხედეთ აქეთ-იქით, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები ცელოფანის პარკებით და პლასტმასის ბოთლებითაა სავსე. ჩემი აზრით, თუ ამ ტერიტორიებს მოვუფრთხილდებით, ყველანი ერთად ევროპიელები ვიქნებით! რას ამბობთ, ახლა უკვე ვატრაკებ?!

 

კარგი, მაშინ მეორე მაგალითს გეტყვით: სანამ თბილისიდან სიღნაღამდე ჩავალ, სულ მცირე, ათი საავარიო სიტუაცია მაინც მექმნება. ზოგიერთი პედერასტი ისე მოძრაობს, არას დაგიდევთ, ყველა და ყველაფერი ერთ ადგილას ჰკიდია. ჩემი აზრით, თუკი ერთმანეთს მოვუფრთხილდებით და პატივს ვცემთ, მართლა ევროპიელები ვიქნებით! არა, ისევ ვატრაკებ, ხომ? ვერ გავიგე, რამდენად უფრო ითავხედებ და "იმარიაჟებ", უფრო მაგარი ევროპიელი იქნები? რას მეუბნებით, ჩემო ბატონებო, თუ "ბეემვეზე" ხარ შემომჯდარი, მაინც და მაინც თავპირი უნდა დაიმტვრიო?!

 

კარგი, მაშინ ჩვენს საუბარს აღარ აქვს აზრი, მართლა დაგვიანებული ყოფილა ჩემი ევროპიელობა!

 

უკაცრავად... მოდით, თავი დავანებოთ მიეთ-მოეთს, ჩვენი ტერიტორიები რომ გავასუფთავოთ და აწი აღარ დავანაგვიანოთ, გამოვა? უი, არა? რატომ, თქვე ჩემის გადანგრეულებო, რატომ?!", - აღნიშნავს ზედელაშვილი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner