2017 წლის 25 იანვარს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ქართველი მხატვრები" გაიხსნა. გამოფენაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე მხატვარმა თითო ნამუშევრით მიიღო მონაწილეობა.
გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ორგანიზატორობით ჩატარდა.
გამოფენა 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.