logo_geo
eng_logo
ქეთევან გაგნიძე: გამოფენა მოიცავს ყველა მოღვაწე მხატვარს
- +

25 იანვარი. 2017. 21:36


 


2017 წლის 25 იანვარს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში  გამოფენა „ქართველი მხატვრები" გაიხსნა. გამოფენაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე მხატვარმა თითო ნამუშევრით მიიღო მონაწილეობა.


გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ორგანიზატორობით ჩატარდა.


როგორც საქართველოს მხატვართა კავშირისწევრმა ქეთევან გაგნიძემ განაცხადა, გამოფენა 2015 წელს უნდა გამართულიყო თუმცა ვერ მოხერხდა.


„გამოფენა არის 2015 წელს გამოცემული კატალოგის ფორმატშია მოქცეული. მაშინ ვერ მოხერხდა გამოფენის გაკეთება. გამოფენა მოიცავს არა მხოლოდ მხატვართა კავშირის წევრებს, არამედ ზოგადად მხატვრებს, ვინც მოღვაწეობს. როგორც კავშირის წევრი ვმონაწილეობა ამ გამოფენაში.

 

ეს ნიშა, რომ მხატვართა კავშირი აერთიანებს 2000 -ზე მეტ მხატვარს და საქართველოში არის ეს ხელოვნების მიმართულება უკვე მნიშვნელოვანია", - განაცხადა გაგნიძემ.


გამოფენა 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner