„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ავტოსაგზაო შემთხვევებზე ისაუბრა. მესხიშვილის განცხადებით, დღეს ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვაზე დაწესებული სანქცია არის არასაკმარის.
„პირდაპირ უნდა ვთქვა, დავარქვათ თავისი სახელი, რომ დღეს გზებზე ძალიან დიდი ნაწილი პირებისა გადაადგილდება, რომლებსაც ჰქვიათ მკვლელები. ის დროც დამთავრდა, რომ ერქვათ პოტენციური მკვლელები. დღესაც არიან პოტენციური მკვლელები დარჩენილები, მაგრამ დადიან მკვლელები. მთვრალი პირი საჭესთან, ან ადამიანი, რომლიც 200 კმ/სთ-ით გადადგილდება, ის არ არის მძღოლი, ის არის ჩამოყალიბებული მკვლელი და ზუსტად ისეთივე საშიშია, როგორც შეიარაღებული პირი, რომელიც კლავს ადამიანებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ის კი არ უნდა თქვას, რომ მე რა ვქნა, წესებს თქვენ არღვევთო, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონმორჩილი მოქალაქეები ასეთი ტიპის აგრესორებისგან. ვინც საგზაო მოძრაობის წესებს იცავს, იმ ადამიანებმა რა დააშავეს?! იმ ადამიანებს თავს ესხმის დღეს შეიარაღებულ პირებზე უფრო საშიში ადამიანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შეიძლება ერთი კი არა ორი, სამი, ოთხი, ხუთი და მეტი ადამიანი გარდაიცვალოს. ამიტომ ამას ჯერ სახელი უნდა დავარქვათ", - განაცხადა მესხიშვილმა.