ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი"ავტოავარიებთან დაკავშირებით ისაუბრა. ოგბაიძის განცხადებით, 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გამოაცხადა დერეგულაცია, ანუ არასავალდებულო გახადა მართვის მოწმობების აღებისთვის საჭირო ავტოსკოლის გავლა, გვაძლევს იმ მძიმე სურათს, რომელიც აისახება სამწუხარო სტატისტიკაზე.
„მთლიანობაში რომ ავიღოთ, ეს არის შედეგი, რომ ჩვენ არ ვიცით, ამ მძღოლს როდის აქვს მართვის მოწმობა აღებული; არ ვიცით, რამდენი ჯარიმა აქვს მას. არ ვიცით, როგორი უნარები აქვს მას შეძენილი ავტოსკოლაში. 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გამოაცხადა დერეგულაცია, ანუ არასავალდებულო გახადა მართვის მოწმობების აღებისთვის საჭირო ავტოსკოლის გავლა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მას არ გაუვლია, არ შეუძენია ეს უნარ-ჩვევები მაღალი რანგის პედაგოგ-ინსტრუქტორთან; ნასვამი იყო თუ არა, რამდენად გამართული იყო ავტომობილი, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ - ანუ ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს იმ მძიმე სურათს, რომელიც აისახება სამწუხარო სტატისტიკაზე - ყოველ ორ დღეში სამი დაღუპული ადამიანი საქართველოს მასშტაბით, 600-ზე მეტი ადამიანი - 2015 წელს, შარშან ოდნავ ნაკლები - 585, ხოლო დასახიჩრებულთა რაოდენობაა 10 000-ზე", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.