2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 23 დეკემბრის შემდეგ მირებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება. საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდარტის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა.