უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის მეუღლის პენელოპა ფიიონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, პენელოპა ფიიონმა პარლამენტის წევრის თანაშემწედ მუშაობისას 500 ათასი ევრო მიიღო.
ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გაიმართება.