უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ქართველი ოფიცრის გია ცერცვაძის უკრაინაში დაკავების შესახებ საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, ასევე ოპოზიციის წევრს გივი თარგამაძეს ესაუბრა.
იური ლუცენკო facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„მათი მხრიდან მომართვამ, ასევე საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზმა მოგვცა საფუძველი არა მხოლოდ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, არა მხოლოდ საექსტრადიციო შემოწმების პერიოდში, არამედ სამომავლოდაც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაში, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ეხმარებოდა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში", - წერს ლუცენკო.