logo_geo
eng_logo
ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების ბრძანება გასცა
- +

26 იანვარი. 2017. 02:10


 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის ბრძანება გასცა.  CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხრეთ საზღვართან მასშტაბური ფიზიკური ბარიერის მშენებლობისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე იმიგრანტების დეპორტაციის  შესახებ ბრძანებას ტრამპმა ხელი რამდენიმე წუთის წინ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში ვიზიტის დროს მოაწერა.


ABC NEWS-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მშენებლობის დაწყების თარიღის შესახებაც ისაუბრა. ტრამპის თქმით, მშენებლობის პროცესი მაქსიმალურად მალე, შესაძლოა, ერთ თვეშიც კი დაიწყოს.


დოკუმენტის შინაარსზე დეტალურ ინფორმაციას თეთრი სახლი ჯერჯერობით არ ავრცელებს. თუმცა CNN იმ პირზე დაყრდნობით, ვისთვისაც პრეზიდენტის გეგმები ცნობილია, ამ ბრძნებების შინაარსის შესახებ წერს:


ამერიკული მედიის ინფორმაციით, პირველი ბრძანების მიხედვით, სასაზღვრო კედლის მშენებლობა სააგენტოს უშუალოდ დაევალება. ასევე, აშშ-ის და მექსიკის საზღვარზე არსებულ ღობეს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. ბრძანება ასევე ითვალისწინებს საბაჟო და საზღვრის დაცვის თანამშრომლების რაოდენობის  5 000-ით გაზრდას.


ბრძანების თანახმად, აშშ-ის ეროვნულმა უსაფრთხოების დეპარტამენტმა უნდა გაასაჯაროოს, ამჟამად რა ფინანსური დახმარება არსებობს მექსიკის მიმართულებით და ამ თანხის ნაწილი კედლის მშენებლობისთვის გადამისამართება იგეგმება.


მეორე ბრძანების თანახმად, აღმოიფხვრება ისეთი ქალაქების არსებობა, რომლებიც სათანადო დოკუმენტების არმქონე იმიგრანტების დაკავებაზე საემიგრაციო კანონის დარღვევის გამო უარს ამბობენ. ბრძანება ასევე ითვალისწინებს საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის რესურსების გასამმაგებას.


დონალდ ტრამპმა მისი წინასაარჩევნო კამპანია მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკაზე ააგო. იგი ამომრჩეველს აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე "დიდი კედლის აშენებას" ჰპირდებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner