logo_geo
eng_logo
„სამეფო კლუბი“ სამეფო თასისთვის ვეღარ იბრძოლებს
- +

26 იანვარი. 2017. 02:59


 


„სამეფო კლუბი" სამეფო თასისთვის ვეღარ იბრძოლებს, ზინედინ ზიდანის გუნდმა ვიგოში ვერ შეძლო „სელტას" დამარცხება, 2:2 დაუზავდა და ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.


ვიგოში „რეალი" შეფერთხილი შემადგენლობით ჩავიდა გალისიაში 1:2-ის ამოსაქაჩავად, მაგრამ... მატჩი სტუმართათვის ცუდად დაიწყო, ტაიმის მიწურულს დანილომ საკუთარი კარი დალაშქრა და კიდევ უფრო გაართულა „რეალის" მდგომარეობა.


62-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ გაათანაბრა და შანსიც დაბრუნდა, ერთი გოლი თამაშს დამატებით დროში გადაიყვანდა, გოლი კი გავიდა, მაგრამ ისევ „რეალის" კარში - დანიელ ვასის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, „რეალს" ორი გოლისთვის დრო არ ეყო (ლუკას ვასკესმა გაქვითა) და თასის გათამაშებასაც დაემშვიდობა.

 

ბრძოლას „ატლეტიკო" და „სელტა" აგრძელებენ, რომლებიც „ალავესს" შეუერთდებიან. დღეს ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა „კამპ ნოუზე" გაირკვევა, როცა „ბარსელონა" „რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner