შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი სპარტაკ თ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის" სისტემის, „АК 74"-ის მოდელის მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).