logo_geo
eng_logo
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები შეაჩერა
- +

26 იანვარი. 2017. 11:53


გაზეთ „ლელოს" ინფორმაციით, თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები შეაჩერა.


პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, საქმის განხილვამდე კი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერა.


შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.


სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.


სარჩელის საფუძველი დელეგატთა რეგისტრაციის წესს უკავშირდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner