logo_geo
eng_logo
ავანსი დღგ-თი დაიბეგრება
- +

26 იანვარი. 2017. 12:09


 

შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ავანსი დღგ-თი დაიბეგრება.


თაბუაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება, რასაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გულისხმობს, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების პროცესში განხორციელდა. თაბუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი მიდგომა და აღნიშნული მიდგომა დანერგილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც.


„როცა მყიდველი ფულს უხდის გამყიდველს, ამ თანხაში გათვალისწინებულია დღგ-ს წილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტთან უნდა იქნას გადამისამართებული. ამაში უცნაური არაფერია", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.


რაც შეეხება ბიზნესის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით და მხოლოდ წინასაახალწლოდ გაიგეს, თაბუაშვილმა განმარტა, რომ შეიძლება ზოგს მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ზოგს ნაკლები.

 

„წინასწარი მუშაობა ჩატარებული იყო. თუ ვინმეს დამატებითი კითხვები აქვს, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მათთან, გავიაროთ კითხვები და ჩამოვყალიბდეთ ურთიერთსასარგებლო მიდგომაზე", - აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner