„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი სირიაში აშშ-ის კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.
ტელეკომპანია „NBC"-ის ცნობით, მარტში განხორციელებული იერიშების შედეგად ჰაჯი იმამის სახელით ცნობილი, აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადული მოკლეს.
მანამდე კი ვაშინგტონმა ფულადი ჯილდოს სახით 7 მილიონი დოლარი დაააწესა კადულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. იგი „ისლამურ სახელმწიფოში" მნიშვნელობით მეორე ლიდერად იყო ცნობილი.