logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედელის შენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა
- +

26 იანვარი. 2017. 12:56


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედელის შენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული განკარგულება ახლა აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.


„ჩვენ მალე დავიწყებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, რაღაც ფორმით მექსიკა აგვინაზღაურებს ხარჯებს.

ერი, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ერი არ არის. დღევანდელი დღიდან დაწყებული აშშ იბრუნებს კონტროლს თავის სამხრეთ საზღვრებზე. ჩვენი ურთიერთობები მექსიკასთან უკეთესი გახდება. ჩვენ შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან კედელის აშენების გადაწყვეტილებასსოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება: იმიგრაციული ზომების მიღებასთან და საზღვარზე კედელის აშენებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, გააძლიეროს ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის ზომები. აშშ-ში მდებარე მექსიკის 50 საკონსულო მიგრანტების უფლებების დაცვის ცენტრებად იქცევა.

ვწუხვარ და ვგმობ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კედელის აშენების გაგრძელება ჩვენ დაგვაშორებს და არა გაგვაერთიანებს. მექსიკას არ სჯერა კედლების. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მექსიკა არ გადაიხდის ამ კედელის აშენების ხარჯებს.

როგორც მექსიკის პრეზიდენტი, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას, დავიცვა და გავუფრთხილდე მექსიკისა და მექსიკელების ინტერესებს, მექსიკა ადასტურებს თავის მეგობრობას აშშ-ის ხალხთან და სურვილს, შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-ის მთავრობასთან. შეთანხმებას, რომელიც მექსიკისა და მექსიკელი ხალხის ინტერესებში იქნება", - წერს ენრიკო პენია ნიეტო.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა ტელეკომპანია MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონგრესი დაბლოკავს ამ კედლის ასაშენებლად თანხის გამოყოფას (პროექტის ღირებულება 8-14 მლრდ დოლარია).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner