სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის „კაბელების საქმეზე" მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანის პატიმრობაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა.
მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ხუთივე მსჯავრდებული ერთი წლითა და 6 თვით რჩებიან პატიმრობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.