„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„მეგობრებო!!! დღეს საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა ჩემი და დემოკრატიული მოძრაობის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის ერთობლივად შემუშავებული კანონპროექტი: კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მიწის შეძენის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ!
ამ იდეას დაეთანხმა „ქართული ოცნება", წინააღმდეგია „ნაციონალური მოძრაობა" და არასამთავრობო გრანტიჭამიები!!!" - წერს ზვიად ტომარაძე.